მშვიდობის ხიდი


- საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე,თბილისშიმეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორისერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყესხიდი აიგო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით. თბილისის მერიის დაკვეთით2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი (შსს ახალი შენობის და პრეზიდენტის სასახლის ავტორი), ხოლო განათების დიზაინერიფრანგი ფილიპ მარტინო (ასევე შსს ახალი შენობის, პრეზიდენტის სასახლის და ტელეანძის განათების ავტორი).ხიდის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის (ფოლადის) ბადურაკარკასი, ხოლო შემავსებელს - მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 კვ. ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. ბილიკი მდინარის თავზე 5 -მდე სიგანისაა, ბოლოებისკენ კი 2 -მდე. საერთო სიგრძეა 156 . ხიდზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა. არქიტექტურული თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს, რაც ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორაზე, გარკვეულ წილად სიახლეა.

ხიდი ღამით, ხედი ბარათაშვილის ხიდიდან.

ხიდი მოიაზრება რიყის ერთიანი რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. ოფიციალური ინფომარიიცთ სართო ღირებულებამ (რიყის პროექტის გარეშე) შეადგინა 12.5 მლნ ლარი, რომელიც გამოყო ქალაქის ბიუჯეტმა. მშენებლობას აწარმოებდა იტალიური კომპანიაპერმა სტელიზა“.

No comments:

Post a Comment